Робота для біженців з України
შესყიდვების დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
შესყიდვების დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი (Junior Procurement Specialist)

კომპანიის შესახებ:

"კომპანია ბლექ სი გრუპი" 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, კეთილმოწყობა და განვითარებაა. მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე განხორციელებული არაერთი სტრატეგიული პროექტით, ჩვენ ვაშენებთ გზებს, რომლებიც აკავშირებს ქალაქებსა და სოფლებს. დღეს "ბლექ სი გრუპი" ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების საიმედო შემსრულებელი და დარგის უპირობო ლიდერია.

ვეძებთ ენერგიულ კანდიდატს, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობა;
** ბაზარზე ფასებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი (ინფორმაციისა და ფასების მოთხოვნა);
** შესყიდვების შეკვეთების მომზადება და მომწოდებლებთან დროული გაგზავნა;
** მომსახურების აქტების მომზადება და შესაბამის განყოფილებებში გადაცემა;
** ინვოისებისა და სხვა თანმდევი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიწოდების დაგეგმვა და ლოგისტიკური პროცესის ზედამხედველობა;
** საწყობთან მჭიდრო კოორდინაცია (საქონლის მიღება, შენახვა და მარაგების მართვა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel და Word) მაღალ დონეზე ფლობა;
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების ნიჭი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის, ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო პროცესში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დინამიკურ გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული გუნდისგან სწავლის შესაძლებლობას;
** კარიერულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორპორატიულ ნომერს.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Info@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "შესყიდვების დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე