|
დასახელება:
გინეკოლოგის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ჩაჩავას კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
"ჩაჩავა"-ს კლინიკა აცხადებს ვაკანსიას გინეკოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
"ჩაჩავა"-ს კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის, ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** დიპლომირებული მედიკოსი
** უცხო ენა: ინგლისური, რუსული (B2)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლიანი
** პაციენტების მიმართ კეთილგანწყობილი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში
** ექიმთან შეთანხმებით პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია
** სამედიცინო და სადაზღვევო დოკუმენტაციის წარმოება
გრაფიკი: სტანდარტული
ბენეფიტები:
** ფასდაკლება კვებაზე კლინიკის კაფეში
** ფასდაკლება ესთეტიკურ ცენტრში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თქვენი განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@chachava.ge
პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
|
|
|
|