Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"აზროვნების აკადემია" არის მრავალმიმართულებიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ სივრცეს ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის. აკადემიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://azraki.ge/

აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მენეჯერს, რომელიც არა უბრალოდ მართავს კამპანიებს, არამედ შექმნის ხედვას — ააწყობს სტრატეგიას, გააძლიერებს ბრენდებს და გარდაქმნის იდეებს შედეგებად.

ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ.საკანდელიძის #9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის გუნდის საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, მომხმარებლისა და ბაზრის ანალიზი და მიღებული შედეგების გამოყენება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში;
** აკადემიის სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიული განვითარება;
** კონტენტისა და კომუნიკაციის ერთიანი ხედვის შექმნა;
** ციფრული არხების ეფექტიანი მართვა (Meta, Google, YouTube, TikTok, Email და სხვ.);
** კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** მარკეტინგული კვლევების ჩატარებისა და ანალიზის გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის არხების ცოდნა (Facebook, Instagram, Google Ads და სხვ.);
** კონტენტისა და ბრენდის მართვის გამოცდილება;
** ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** მარკეტინგული ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics, Meta Business Suite და სხვ.);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისურის ენის ცოდნა (B2+)

კომპეტენციები და უნარები:

** სტრატეგიული აზროვნება და კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა და ლიდერული უნარები;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც იდეებს რეალურ პროექტებად აქცევთ;
** კორპორატიული დაზღვევა და კვება;
** უფასო წვდომა კურსებზე და ონლაინ აკადემიაზე;
** ფასდაკლებები აკადემიის სერვისებზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 3 მაისი, 2026 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე