Робота для біженців з України
ექსპორტის მენეჯერის თანაშემწე - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"Campa" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის თანაშემწეს პოზიციაზე.

ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 2000
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან
პასუხისგება: პასუხისმგებელია ექსპორტის მენეჯერთან

ფუნქცია-მოვალეობები:

** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება
** გადაზიდვისა და საბაჟო დოკუმენტების მომზადება, მათ შორის კომერციულ ინვოისების, წარმოშობის სერტიფიკატების, სატვირთო ზედნადების და საბაჟო დეკლარაციების
** მომწოდებლებთან და გადამზიდ კომპანიასთან კოორდინაცია, ლოჯისტიკის მართვის მიზნით
** გადაზიდვების მონიტორინგი და თვალყურის დევნება დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად
** შიდა დეპარტამენტებთან, მათ შორის საწყობთან და მძღოლებთან კომუნიკაცია, ექსპორტის პროცესების შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად
** ექსპორტის მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე, კერძოდ საექსპორტო დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი და ორგანიზებულობა

რას გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: k.tvalavadze@campa.ge

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე