Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=712403&print=yes&view=jobs
 
რადიოგრაფერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რადიოგრაფერი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რადიოგრაფერის პოზიციაზე მობილური გუნდისთვის.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: თბილისი - მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: მოთხოვნის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს მამოგრაფიის გადაღება;
** ყოველი თვის ბოლოს წარადგინოს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში;
** უზრუნველყოს სკრინინგ ცენტრში გამოკვლევის მეორე რაუნდზე მოსაწვევ პაციენტებთან ტელეფონის მეშვეობით დაკავშირება და მათი მოწვევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება;
** შესაბამისი საქმიანობის სერტიფიკატი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით). შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას ეროვნული სკრინინგ-ცენტრი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ეროვნული სკრინინგ-ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს ელ. ფოსტაზე: info@gnsc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია