|
დასახელება:
ელექტრო-ინჟინერი - სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
პალატი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
ჩვენ ვართ პირველი ქართული ფანერის მასშტაბური წარმოება — კომპანია "პალატი", სადაც დანერგილია მრავალფეროვანი და თანამედროვე საწარმოო დანადგარები.
ვაცხადებთ სტაჟირების პროგრამას ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით, რაც წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას პროფესიული განვითარების და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრიკოსის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
** საწარმოო დანადგარების მუშაობის მონიტორინგში მონაწილეობა;
** მცირე ტექნიკური დავალებების შესრულება ზედამხედველის მითითებით;
** ელექტრო გაუმართაობების იდენტიფიცირებაში დახმარება;
** ინსტრუმენტებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებაში მონაწილეობა;
** უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკური ცოდნის ეტაპობრივი მიღება და პრაქტიკაში გამოყენება.
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (ელექტროინჟინერია ან მსგავსი მიმართულება — შესაძლებელია სტუდენტი);
** ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით საბაზისო ცოდნა;
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის მზადყოფნა.
პირობები:
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი - სრული ან ნახევარი;
** სამუშაო ადგილი: რუსთავი, მაზნიაშვილის 4;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე საწარმოო გარემოში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com ან დაგვიკავშირდით ნომრებზე — 511 104 113, 511 251 015;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
|
|
|
|