Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=712389&print=yes&view=jobs
 
ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
კომპანია "Lasare" რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 სთ -მდე, ასევე თვის მანძილზე დაიგეგმება შერჩევით შაბათ-კვირას მუშაობა, რომლის სანაცვლოდ დასვენება გაწერილი იქნება ორშაბათიდან პარასკევის განმავლობაში 2 დღით.
სამუშაო ლოკაცია: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან).
ანაზღაურება: 2500 ლარი კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

ჩვენ ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ და პრინციპულ გუნდის წევრს ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გაქვს უნარი, პროცესებში დაინახო ხარვეზი იქ, სადაც სხვები ვერაფერს ამჩნევენ, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ფუნქცია მოვალეობები:

** პროცესებზე დაკვირვება: ტერმინალში მიმდინარე ოპერაციების მუდმივი მონიტორინგი (ვიდეომეთვალყურეობის ან ადგილზე დასწრების გზით);
** დარღვევების იდენტიფიცირება: დადგენილი სტანდარტებიდან, უსაფრთხოების წესებიდან და სამუშაო განრიგიდან გადახვევების დაფიქსირება;
** რეპორტინგი: გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება და შესაბამისი რგოლებისთვის მიწოდება;
** ხარისხის კონტროლი: მომსახურების ან სამუშაო პროცესის ეფექტურობის შეფასება წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების (Checklist) მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
** ობიექტურობა და პრინციპულობა (წესების დაცვის საკითხში);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი ანგარიშგებისთვის.
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია