Робота для біженців з України
საავიაციო საწვავის ტერმინალის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საავიაციო საწვავის ტერმინალის ოპერატორი
მომწოდებელი: გალფ ავიაცია
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
"გალფ ავიაცია" აცხადებს ვაკანსიას საავიაციო საწვავის ტერმინალის ოპერატორის თანამდებობაზე.

გამოცხადების თარიღი: 02.04.26 / ბოლო ვადა: 24.04.26

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოპირდაპირე მხარე, 0158)
სამუშაო განრიგი/სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი)

https://gulfaviation.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისის საავიაციო ტერმინალზე სარკინიგზო / საავტომობილო ჩიხებში / სადგურებში ვაგონ-ცისტერნების / ავტო-ცისტერნების, სსმ (საწვავ-საცხები მასალების), სპეც-სითხეების, პროდუქტის მიღება, აზომვა, დაცლა / დატვირთვის და შენახვა-გადატუმბვის პროცედურების შესრულება (უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის ზედამხედველობით დამღების / ლუქების იდენტიფიცირება-შედარება და პროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი სიმაღლეების შედარება შესაბამის დოკუმენტაციასთან)
** უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის მითითებით რკინიგზით, საავტომობილო გზით შემოსული საავიაციო საწვავის რეზერვუარებში გადანაწილება და კონტროლი
** უფროს ოპერატორთან ერთად ყოველდღიურად, თითოეული სარკინიგზო თუ საავტომობილო ვაგონ-ცისტერნებით საავიაციო პროდუქტის მიღების შემდეგ განახორციელოს აზომილი სსმ (საწვავ-საცხები მასალების) და სპეც-სითხეების დონის დაანგარიშება შესაბამისი კალიბრირების ცხრილის მიხედვით
** ობიექტებზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მოვლა-პატრონობა, რუტინული შემოწმება, გაუმართაობის შემთხვევაში ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება
** ობიექტზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის მითითებით მიიღოს მონაწილეობა საწვავ-საცხები მასალების მიმღებ-გამცემი კომისიის მუშაობაში და ინვენტარიზაციაში
** გასაზომი ხელსაწყოების, ინსტრუმენტებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად მოვლა / შენახვა
** ბაზის მატერიალური ფასეულობების მოვლა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ისე კოლეგებთან მიმართებაში
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.
** მუდმივად აიმაღლოს პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, სრულყოს შრომის ტექნოლოგიები.
** უფროს ოპერატორთან, ბაზის უფროსთან, ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია
და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებული.
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** შესაბამის სამსახურში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი ან საშუალო განათლება.
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან თანამშრომლობას
** საბონუსე სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** სასწავლო პროგრამები და ტრენინგები მუდმივი განვითარებისთვის
** უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემო
** ფიტპასით (Fitpass) სარგებლობა

ანაზღაურება: შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია" დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობაზე: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და
ა. შ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე