Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=712372&print=yes&view=jobs
 
მძღოლი/ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი/ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს ამბები/მთის ამბები
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"საქართველოს ამბები/მთის ამბები" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ენერგიულ, ორგანიზებულ და საქმეზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ჩვენი ექსპედიციებისა და ყოველდღიური საქმიანობის საყრდენი გახდება. ჩვენი სამუშაო გარემო მოიცავს მაღალმთიან რეგიონებს, რთულ მარშრუტებსა და საინტერესო თავგადასავლებს.

გაითვალისწინეთ, ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ მძღოლს - ეს პოზიცია იმაზე მეტს გულისხმობს, ვიდრე ტრანსპორტირებაა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ანაზღაურება: პოზიციის სახელფასო განაკვეთი 2500-დან 3000-მდე ლარია (გადასახადების ჩათვლით). ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დამატებითი ბენეფიტები: საველე გასვლების დროს ორგანიზაცია სრულად უზრუნველყოფს კვებისა და განთავსების ხარჯებს

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით

რას გთავაზობთ?

** შესაძლებლობას, გახდეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მედია-პროექტების თანამონაწილე
** დინამიკურ სამუშაო გარემოს პროფესიონალთა გუნდში
** კონკურენტულ ანაზღაურებას და მუდმივ მხარდაჭერას

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში) - ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას
** "საქართველოს ამბები / მთის ამბების" გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში - ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას
** საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მუდმივი მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში)
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა
** ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება
** ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას
** პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 აპრილამდე გამოგზავნეთ CV, მართვის მოწმობის ასლი მისამართზე: vacancy.icn@gmail.com (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) და შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია