Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=712349&print=yes&view=jobs
 
CX მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CX მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
თიბისი ფეის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, ვეძებთ გუნდის წევრს, რომელსაც კარგად ესმის კმაყოფილი მომხმარებლის მნიშვნელობა საგადახდო ბიზნესის განვითარებაში და მზად არის, საკუთარი გამოცდილება, ენერგია და შემოქმედებითობა მათზე ზრუნვას მოახმაროს.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: CX მენეჯერი

სამუშაოს აღწერა:

CX მენეჯერის მიზანია მომხმარებლებისგან მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რათა შეძლოს პროდუქტების და სერვისების გუნდების ინფორმირება. მიმართულება პასუხისმგებელია მომხმარებლის ქცევის, საჭიროებების, დამოკიდებულებებისა თუ გამოწვევების შესწავლაზე. CX მენეჯერი აინიცირებს კვლევებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და თანამშრომლობს მრავალფუნქციურ გუნდებთან, რათა უზრუნველყოს ინტუიციური და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა.

სამუშაო მოვალეობები:

** მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების მახასიათებლების განსაზღვრა და გაზომვა
** რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის საჭიროების დადგენა და ჩატარების უზრუნველყოფა
** ახალი მეტრიკების საჭიროების დადგენა და შექმნა
** კვლევის მენიუსა და კატალოგის მართვა
** არსებული ხარისხობრივი დეშბორდის მართვა, რედიზაინი, მონიტორინგი, რეპორტინგი
** მომსახურებაში არსებული ხარვეზების და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა
** კონკურენტული ანალიზი და მონიტორინგი (კონკურენტის სერვისების, პროდუქტებისა და შეთავაზებები);
** მჭიდრო თანამშრომლობა მრავალფუნქციურ ბიზნეს გუნდებთან და მომხმარებლის გამოცდილების საკითხებზე მუშაობის მიზნით
** პროდუქტიულ და დაინტერესებულ გუნდებთან კვლევის შედეგების გაზიარება პრეზენტაციისა და წერილობითი სახით
** ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება

განათლება:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

გამოცდილება:

** CX კვლევების (ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი, რაოდენობრივი კვლევა, პრეზენტირება, ვორქშოპი და ა.შ.) ჩატარების გამოცდილება
** მრავალი კვლევითი პროექტის ერთდროულად მართვის შესაძლებლობა
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კვლევის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილებაა, (მაგ. MIRO, VWO, Optimal Workshop, Hotjar, Medallia, Survey Monkey, Microsoft Forms ან/ და სხვა კვლევის ინსტრუმენტები)
** ინფორმაციის ვიზუალიზაციის (პერსონები, Journey Map-ების, Blueprint-ების) გამოცდილება.
** პროექტის წარმართვის უნარი, კვლევის ვადების და ბიზნეს საჭიროებების განსაზღვრა.
** მონაცემთა ანალიზი: ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები მომხმარებლის მონაცემებისა და კვლევის შედეგებიდან ინფორმაციის დასამუშავებლად.

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** ენერგიული და მოტივირებული
** გამბედავი.
** ემპათიური
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის გამოცდილება
** გუნდში მუშაობის და ადამიანიებთან ურთიერთობის სურვილი
** მოლაპარაკების წარმოების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარები
** სფეროში არსებული სიახლეების და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა
** შედეგებზე ორიენტირებული
** დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "CX მენეჯერი"

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია