Робота для біженців з України
მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას მცირე წონების ჩამყრელი ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ კანდიდატებს.

ვაკანსიის შესახებ დეტალებისთვის და განაცხადის გამოსაგზავნად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/o7LIq

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე