Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=712248&print=yes&view=jobs
 
პროექტის გარე შეფასების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის გარე შეფასების ექსპერტი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
თანდართული ფაილი: 712248_form_5200921.zip
ვაკანსია: პროექტის გარე შეფასების ექსპერტი (ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია)

"საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial

"საქართველოს კარიტასი", განათლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს პროექტ "კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის" პირველი ფაზის გარე შეფასების განსახორციელებლად.

პროექტის შესახებ: ქ. თბილისში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი 14-21 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს თანამედროვე პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას. სასწავლო მიმართულებებია: გრაფიკული დიზაინი, ვებპროგრამირება, თამაშების პროგრამირება და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. პროფესიული კურსები მნიშვნელოვნად ზრდის ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივას ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

ყოველწლიურად კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში 150 ახალგაზრდა ეუფლება ახალ პროფესიას. მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ახალგაზრდები.

პროექტი ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით. მოცემულ ეტაპზე დასრულებულია პროექტის პირველი ფაზა (2022-2024 წლები).

სამუშაოს აღწერა:

ვეძებთ გამოცდილ გარე შეფასების ექსპერტებს (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს), რომელთა მიზანი იქნება 2022-2024 წლების პერიოდის შეფასება, მიღწეული შედეგების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროექტების გარე შეფასების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: CV და შევსებული გარე შეფასების ფორმა ინგლისურ ენაზე (თითოეული პუნქტის დეტალური აღწერითა და სასურველი ანაზღაურების მითითებით) ელექტრონულ ფოსტაზე: ana.khosiashvili@caritas.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 7 მაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია