Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711945&print=yes&view=jobs
 
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: ასორტი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს N 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებასა და ფილიალებში ყოველდღიურად დამზადებული პროდუქციის წარმოების ბუღალტრული ოპერაციების წარმოება/კონტროლი;
** გაყიდვების, შიდა გადაზიდვების, ჩამოწერების ყოველდღიური ოპერაციების გადამოწმება პროგრამულად და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
** ყოველი კვირის/თვის ბოლოს, ყველა არსებული საწყობის ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ნაშთების პროგრამაში შედარება/ასახვა და კონტროლი;
** გაყიდვების, შიდა გადაზიდვების, ჩამოწერების ყოველდღიური ოპერაციების გადამოწმება პროგრამულად და შესაბამისი ოპერაციის განხორციელება;
** ყოველი კვირის/თვის ბოლოს, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ნაშთების პროგრამაში შედარება/ასახვა და კონტროლი;
** თვის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების შეჯამების შედეგად დანაკლისის გამოვლენა;
** თვის განმავლობაში ფაქტიურად გახარჯული ნედლეულის აღრიცხვის უზრუნველყოფა, შეჯამება და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** კომპანიის მომწოდებლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება;
** სარემონტო სამუშაოებთან ან/და ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ინფორმაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვისას, შესყიდული მასალის დადარება ფაქტობრივად გახარჯულ მასალასთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათი შესაბამისობა/სისწორე. აღნიშნული მიზნით ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური პირისათვის (რემონტის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი) მიწოდება და მასთან კომუნიკაციით საბუღალტრო პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** წარმოების ბუღალტრად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office Excel, Fina).

პიროვნული მახასიათებლები:

** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ბუღალტერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია