Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711932&print=yes&view=jobs
 
სერვისების არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისების არქიტექტორი
მომწოდებელი: Wei Yap Architects
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"Wei Yap Architects" არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში.

ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს.

"Wei Yap Architects"-ში ვეძებთ სერვისების არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** შეთანხმების საფუძველზე კლიენტის ბინის გეგმარების ცვლილება (გამიჯვნა/გაერთიანება);
** ტიხრების, გათბობა/ელექტროობის ნახაზების მომზადება/შეთანხმება;
** მუშა ნახაზების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** აუცილებელია მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია REVIT - ის მაღალ დონეზე ცოდნა.

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 14 აპრილის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია