Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711919&print=yes&view=jobs
 
დამხმარე ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ინჟინერი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟ/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; პერიმეტრის დამცავი ბადეების მონტაჟ/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია " ადლი" - ში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ, სამშენებლო განათლების მქონე გუნდის წევრს დამხმარე ინჟინერის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის დახმარება, წარმოების მიმართულების გამართულად ფუნქციონირებისთვის, კერძოდ : კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო მასალების - პერიმეტრის დამცავი მოაჯირებისა და დამცავი უსაფრთხოების ბადის კონსტრუქციის წარმოება, ლითონის კონსტრუქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმის წარმოება, შეღებვითი სამუშაოების ჩატარების ორგანიზება, ჰიდროიზოლაციის მიმართულების გამართულად ფუნქციონირება, სახურავების დათბუნების მიზნით სამუშაოების განხორციელება და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამშენებლო - სარემონტო საქმიანობის ორგანიზება. წარმოების მიმართულების მონიტორინგი/გამართულად ფუნქციონირება და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, დამკვეთი კომპანიის მიერ დაკვეთილი პროდუქციისთვის წინასწარი ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შემდგომ კონსტრუქციის დამზადება;
** დაქვემდებარებული პერსონალის უშუალო ზედამხედველობა, შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, საქმიანობის წარმართვა ხარისხიანად და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო მასალის შესყიდვა/მიწოდების ორგანიზებაში ჩართულობა;
** შესყიდული პროდუქციის ხარჯთაღრიცხვის წარმოება/კონტროლი;
** სამუშაოს შესასრულებლად მიღებული მასალებისა თუ ძირითადი საშუალებების დასაწყობება, კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; (სასურველია)
** სამშენებლო მიმართულებით, ნებისმიერ რანგში მუშაობის გამოცდილება/სამშენებლო გარემოს, სპეციფიკის ცოდნა (სავალდებულოა)
** კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Suit სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის საბაზისო ცოდნა; (სასურველია)
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა ;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დამხმარე ინჟინერი"

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 01 მაისი, 2026 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge/

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია