Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: NMG ჯგუფი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.
დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.
ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.

თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს "NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი)" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის ქ.#2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა - წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტები, დასკვნები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და დავების წარმოება;
** სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** კომპანიაში წარმოშობილი სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამის პირებთან შეხვედრა/კონსულტაციები;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი);
** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჰოლდინგურ ტიპის კომპანიაში, FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასამართლო წარმომადგენლობის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირივნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nmg.com.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nmg.com.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე