Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711862&print=yes&view=jobs
 
ფრონტ დესკ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ დესკ მენეჯერი
მომწოდებელი: კარგოპოლო
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ლოგისტიკური კომპანია "კარგო პოლო" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ დესკ მენეჯერის პოზიციაზე!

კარგო პოლო არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების/სპეცტექნიკის/სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს სერვისების სრულ სპექტრს ავტოდილერებისთვის: აუქციონების პლატფორმებზე წვდომების გაზიარებას, სახმელეთო გადაზიდვას ამერიკაში, ტვირთის დასაწყობებას, კონსოლიდაციას, საკონტეინერო გადაზიდვას სასურველ პორტამდე, საექსპედიტორო მომსახურებას მიმღებ პორტში, ბროკერინგს, ექსპედირების შემდგომ სახმელეთო გადაზიდვას მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევას და ა.შ.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი — დღეის მდგომარეობით ლოგისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე — უმნიშვნელოვანესია.

მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება
** საოფისე მარაგების მართვა
** კორესპონდენციის ორგანიზება
** პერსონალის საქმიანობის ორგანიზება და საკადრო საქმისწარმოება
** სტუმართა მიღება და ღონისძიებების ორგანიზება
** კომპანიის პროგრამაში მუშაობა (სპეციფიკური ინფორმაციის დამატება)

მოთხოვნები:

** Microsoft Office — კარგად
** ქართული — სრულყოფილად
** ინგლისური — B2
** რუსული — B2

უნარ-ჩვევები:

** ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური აზროვნება
** ტექნიკური აზროვნება
** ახალი საქმიანობის მიმართ სწრაფად ადაპტაციის უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:45-დან 18:00 საათამდე

რას გთავაზობთ:

** საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან, სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას)
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას
** კორპორატიულ დაზღვევას

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფრონტ დესკის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია