Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
ველნეს კურორტი "ბიოლი", რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას  მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 

მოვალეობები:

** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და მართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების სწორი და დროული აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და საგადასახადო ორგანოებში წარდგენა;
** საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ოპერაციების კონტროლი, რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ფინანსური ანგარიშსწორების კონტროლი;
** საგადასახადო და აუდიტორულ ორგანოებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება
** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვიანობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@bioli.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი ბუღალტერი.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "მედგრუპ ჯორჯია"-ს (ს/კ: 205206873) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე