|
დასახელება:
ბელბოი/უსაფრთხოების ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ბოიგარს
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
"BOYGAR`S" ეძებს ბელბოის/უსაფრთხოების ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიის უსაფრთხოებას, წესრიგს და სტუმრების თავაზიან მომსახურებას.
ანაზღაურება: 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით - 5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
ლოკაცია: 15 შოთა რუსთაველის გამზირი #15
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების/კლიენტების მისაღებად მაღაზიის კარის გაღება და თავაზიანი დახვედრა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
** სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულებისას მაღაზიის სივრცეების შემოწმება და პრობლემების დაფიქსირება;
** ვიდეოკონტროლის საშუალებით შიდა და გარე სივრცეების მონიტორინგი და დარღვევების შემთხვევაში მენეჯმენტის ინფორმირება შესაბამისი ცვლის განმავლობაში;
** საჭიროების შემთხვევაში ოპერაციულ პროცესებში დახმარება (დატვირთვა/გადმოტვირთვა, პროდუქციის საწყობიდან სავაჭრო დარბაზში გადატანა).
მოთხოვნები:
** დისციპლინა, ყურადღება დეტალების მიმართ, სწრაფი რეაგირება და კონფიდენციალურობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ გუნდს და მკაფიო სამუშაო პროცესებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: careers@boygars.com
CV-ს გაგზავნის ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2026.
|
|
|
|