|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი/კურიერი
|
| მომწოდებელი:
4Hospitals
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია "4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელი/კურიერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვართ სამედიცინო კომპანიაა "4Hospitals" რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს სამედიცინო მოწყობილობების/მასალების/პროდუქციის და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის და სხვა ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის.
"4Hospitals" არის მრავალი საერთაშორისო სამედიცინო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია - "ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა;
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@4hs.ge
|
|
|
|