Робота для біженців з України
მუზეუმის მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუზეუმის მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: სახვითი ხელოვნების მუზეუმი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
პოზიცია: მუზეუმის მაღაზიის კონსულტანტი

მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის ქ. #7
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასვენების დღე: ორშაბათი და მეორე დღე შეთანხმებით

"ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის" ვიზიტორებს აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა დაათვალიერონ ასზე მეტი ქართველი ხელოვანის 3500 ნამუშევარი, რომლებიც ბოლო 70 წლის განმავლობაშია შექმნილი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და დახმარება
** სალარო ოპერაციების მართვა
** პროდუქციის განთავსება და მარაგების კონტროლი
** ყოველდღიური რეპორტინგი
** საჭიროების შემთხვევაში მუზეუმის ადმინისტრატორის ჩანაცვლება

ზოგადი მოთხოვნები:

** მსგავსი ან მომიჯნავე მომსახურების სფერო
** ინგლისური ენის სასაუბრო დონზე ცოდნა
** მაღაზიაში/სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

hr@thearthouse.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - hr@thearthouse.ge.
დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე