Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711574&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - სტაჟიორი
მომწოდებელი: ავტო იმპორტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს სტაჟირების პროგრამას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს.

ძირითადი ქვეყნებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი. 2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.

ზოგადი უპირატესობა:

ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.

ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კონსულტაცია ავტომობილების შერჩევის პროცესში
** CRM სისტემაში მონაცემების განახლება და მართვა
** გაყიდვების მენეჯერის ასისტირება ყოველდღიურ პროცესებში
** სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია
** გაყიდვების პროცესის ეტაპების შესწავლა (ლიდიდან დახურვამდე)
** ბაზრის და კონკურენტების ანალიზში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** სწავლის და განვითარების სურვილი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** ინტერესის სფერო: გაყიდვები / ბიზნესი / ავტომობილები
** სასურველია: ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

რას მიიღებ:

** პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვებში
** ტრენინგები და მენტორინგი
** რეალურ ქეისებზე მუშაობა
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმება

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@aig.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია