Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711570&print=yes&view=jobs
 
შემომვლელ-მარეგულირებელი - კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემომვლელ-მარეგულირებელი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შემომვლელ-მარეგულირებლის პოზიციაზე დასავლეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარწყავი სეზონის პერიოდში მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა;
** გამშვები ფარების რეგულირება;
** სარწყავი სისტემის გამანაწილებელ ქსელზე დაზიანებული კერების გამოვლენა და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
** საირიგაციო მომსახურების განაცხადების მომზადება დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
** სამელიორაციო არხებში დაბინძურებაზე (ნარჩენები, ჩამდინარე წყლები) სათანადო რეაგირება;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 07.04.2026.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შემომვლელ-მარეგულირებელი (მიუთითეთ ჩამოთვლილი რეგიონებიდან თქვენთვის სასურველი რეგიონი)"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია