|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Match Up Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, იცის რუსული ენა, გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში - სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting" პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 1700 ლარი ხელზე ასაღები
** ბონუსი: 2500 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა)
** შვებულება -24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში- დასვენება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული ტრეინინგი მუშაობის დაწყებამდე
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა
** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი
** მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება
** გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
გაგვიხარდება თუ:
** გაქვს უმაღლესი განათლება
** გაქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit)
** იცი ქართული და რუსული ენები კარგად
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/lnFib
|
|
|
|