Робота для біженців з України
ტექნიკოსი - სერვის ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი - სერვის ინჟინერი
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "RS LINE" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის-სერვის ინჟინრის პოზიციაზე ბათუმში.

შპს RS LINE 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

მოვალეობები:

** ბანკომატების, ტერმინალების, ფულის მიმღები და მასორტირებელი აპარატების ტექნიკური და პროგრამული გამართვა;
** მოწყობილობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა;
** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** აპარატის არქიტექტურის, პროგრამული უზრუნველყოფის, ფუნქციონალის და პარამეტრების ცოდნა

მოთხოვნები:

** აპარატურული საფუძვლების ცოდნა.
** კომპიუტერის და აპარატურის ოპერაციული სისტემების ცოდნა,
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** ტექნიკური განათლება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ახალი საქმიანობის და ცოდნის დაუფლების სურვილი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;

გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1000 - 1500 ლარი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი), საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;

ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების სწავლება/დატრენინგებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: hr@rsline.ge rsline.hr2@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე