|
დასახელება:
ინგლისური ენის მასწავლებელი/აღმზრდელი
|
| მომწოდებელი:
ელმოს კლუბი
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"ელმოს კლუბი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლისა და აღმზრდელის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი, 09:00 - 18:00)
ადგილმდებარეობა: ელმოს კლუბი, ბათუმი (დემეტრე თავდადებულის ქ. 13)
"ელმოს კლუბი" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და პროფესიულად ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც ჩაერთვება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო, პოზიტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე
** ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ჯგუფური და ინტერაქტიური გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
** თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენების სურვილი
ძირითადი მოვალეობები:
** სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ინგლისურ ენაზე
** ბავშვების ყოველდღიურ განვითარებასა და საქმიანობაში აქტიური ჩართულობა
** უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა
** სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სწავლებისთვის საჭირო რესურსებსა და ინფრასტრუქტურას
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: elmosclubbatumi@yahoo.com
|
|
|
|