|
დასახელება:
მასწავლებელი - სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
გია მურღულიას უნივერსალური სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
"გია მურღულიას უნივერსალური სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:
** დაწყებითი;
** ქართული ენა და ლიტერატურა;
** მათემატიკა;
** ინგლისური ენა;
** ისტორია;
** გეოგრაფია;
** სამოქალაქო განათლება;
** ბუნებისმეტყველება;
** ბიოლოგია;
** ფიზიკა;
** ქიმია;
** კომპიუტერული ტექნოლოგიები;
** ფიზიკური აღზრდა.
სკოლა დაფუძნდა 2026 წელს. მისი დაარსების მიზანია ქართველის, საქართველოს მოქალაქის აღზრდა, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული ღირებულებების შესწავლა, გააზრება, ერთგულება და ცხოვრების პრინციპად ქცევა; ამავე დროს - მოსწავლის მსოფლიო კულტურის მემკვიდრედ ჩამოყალიბება.
სკოლა აცხადებს, რომ არსებით ამოცანად ისახავს ისეთი ქართული სკოლის შექმნას, რომელიც განათლების ხარისხით კონკურენციას გაუწევს საუკეთესო საერთაშორისო ანალოგებს.
მიზნის მისაღწევად და ამოცანის გადასაწყვეტად სკოლა საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას და ქმნის მენეჯერთა, პედაგოგთა და თანამშრომელთა ისეთ გუნდს, რომელსაც ყველაზე მაღალი აკადემიური, ორგანიზაციული და აღიარებულ წარმატებაზე ორიენტირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი პროფილით (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი).
** საჯარო/კერძო სკოლაში შესაბამისი საგნის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 3 წელი).
** სასკოლო კურიკულუმის საგნობრივ სასწავლო პროგრამაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასწავლო პროცესის სხვადასხვა მეთოდოლოგიით წარმართვის უნარი, მათ შორის, პროექტზე, პრობლემის გადაჭრაზე, კვლევასა და აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების გამოცდილება.
** სასწავლო პროცესში თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრირების უნარი.
** სასწავლო, მათ შორის ციფრული რესურსების შექმნის ან აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროცესის წარმართვა სკოლის მისიაზე, ხედვაზე, ღირებულებებზე, საგანმანათლებლო პრინციპებსა და გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე ორიენტირებით.
** მოსწავლის ყოველმხრივი - კოგნიტური, მორალური, ფსიქო-ემოციური, სოციალური განვითარების ხელშეწყობა.
** სასწავლო პროცესის წარმართვა მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე აქცენტირებით.
** მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლისა და თვითშეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
** მულტიდისციპლინური გაკვეთილების, შემაჯამებელი პროექტების, სკოლის გარე ღონისძიებების ორგანიზება.
** სწავლის შინაგანი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
** სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა დიფერენცირებული სწავლების პრინციპებზე ორიენტირებით; მუდმივი დაკვირვების წარმოება მოსწავლეთა ინტერესების, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების იდენთიფიცირებისთვის.
** თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესის ინდივიდუალური მართვა; განმავითარებელი შეფასებისა და თანმდევი უკუკავშირის უწყვეტობა; პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, საჭირო სასწავლო ინტერვენციების დასაგეგმად.
** მშობლებთან კომუნიკაცია.
** საკუთარი წვლილის შეტანა სკოლის განათლების ხარისხის მართვისა და გაუმჯობესების პროცესებში.
** საკუთარი წვლილის შეტანა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უსაფრთხო, პოზიტიური და მაღალენერგეტიკული სასკოლო გარემოს შექმნაში.
პიროვნული მახასიათებლები:
** პოზიტიური დამოკიდებულება და მიმღებლობა თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში.
** კორპორაციული სულისკვეთება და გუნდურობა.
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და ცოდნის გაზიარება.
** ინიციატიურობა და ღიაობა სიახლეებისადმი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** დიპლომის ასლი;
** რეზიუმე (CV) ფოტოთი;
** სამოტივაციო წერილი;
** პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერთიფიკატი / სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი - რეზიუმეების გაცნობა და გადარჩევა;
II ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
III ეტაპი - საჭიროების შემთხვევაში, სიმულაციური გაკვეთილის ჩატარება.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@gmus.edu.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 აპრილი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "გია მურღულიას უნივერსალური სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "გია მურღულიას უნივერსალურმა სკოლამ" დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.
|
|
|
|