|
დასახელება:
ღონისძიებებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჩაიმანია
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
კომპანია "ჩაიმანია" აცხადებს ვაკანსიას, ღონისძიებებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ჩაიმანია"გახლავთ ჩაის, ყავის და აქსესუარების ბუტიკური მაღაზიათა ქსელი, რომელიც დაარსდა 2016 წელს, არის გერმანული საერთაშორისო კომპანია Dethlefsen&Balk, Since 1836 -ის ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში და უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს:
http://www.teamania.ge
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - საჭიროების მიხედვით შეხვედრები კომპანიის მენეჯმენტთან, დანარჩენი თავისუფალი.
სამუშაო ლოკაცია - თბილისი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** განვითარების შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათთვის საპრომოციო ღონისძიებების დაგეგმვა/ჩატარება (თვეში მინიმუმ 4 ღონისძიება), შეთავაზებების გაგზავნა და შეკვეთების მიღება.
** წლის ჭრილში, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ყველა თემატური ფესტივალის მოძიება და მათზე დასწრების ორგანიზება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სრული უმაღლესი განათლება.
** უცხო ენის ფლობა.
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა.
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელური.
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: info@teamania.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|