|
დასახელება:
სერვისის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
თელავის ფილიალში სერვის კოორდინატორს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** ხარ სტუდენტი და სწავლასთან შეთავსებით გინდა პრაქტიკული გამოცდილების მიღება
** ეძებ მოქნილ სამუშაო გრაფიკს სწავლასთან შეთავსებით
** გსურს კარიერული განვითარება
** გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უწყვეტი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
შენი მოვალეობა იქნება:
** მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
** რიგის კონტროლი და კლიენტის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება
** მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/დახმარების გაწევა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
** ხარ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი, ან გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისის რომელიმე ფილიალი
** დასაქმება შესაძლებელია როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება - "სერვის კოორდინატორი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|