სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე, ქუთაისში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
https://www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, გამსახურდიას ქ. N51
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. 09:00 სთ-დან 18:00 სთ.
ანაზღაურება: 600 - 1200 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
1C პროგრამას ადგილზე შეგასწავლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების რეალიზაციაში გადატანა;
** შეკვეთის გაფორმება;
** შეკვეთის უკან დაბრუნება;
** შემოსავლების სამსახურის გვერდზე (RS.GE-ზე) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვა/კორექტირება;
** ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge.
გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|