|
დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
მისო ექსპრეს კაპიტალ +
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე.
express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის 1 წელი ან მეტი გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word, MS Outlook) ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
მოვალეობა:
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** საბუღალტრო გატარების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
** საბანკო ოპერაციების შესრულება;
** ხელფასების დარიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოებაზე ყოველდღიური კონტროლი.
** შესაბამისი რეპორტების მომზადება და წარდგენა .
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ანალიტიკური და სხარტი აზროვნება; ანალიზის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; სამუშაო დღე 09:30 - 18:30 ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად
** გამოსაცდელი ვადა 1 თვე.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბუღალტერის თანაშემწე " . სათაურის გარეშე და სურათი გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილებ, ასევე გთოხვთ მიუთითოთ სასურველი ხელფასი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|