Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711299&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.ქუთაისში ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე:

კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00- 18:00
** ლოკაცია: აგროჰაბი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** FitPass

მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

მერჩენდაიზერის მოვალეობები:

** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი,
** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა
** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიისდა სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე
** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nizharadzebeka1985@gmail.com

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
• მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
• მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
• მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
• მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
• წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
• მონაცემთა გადატანის უფლება;
• ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
• თანხმობის გამოხმობის უფლება;
• გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია