Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711244&print=yes&view=jobs
 
პრესეილერი/გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესეილერი/გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: კრისტალო365
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანიის შესახებ: "Crystalo365" არის გაფილტრული წყლის დისპენსერების მომწოდებელი კომპანია, რომელიც ბიზნეს და საოჯახო კლიენტებს სთავაზობს მაღალხარისხიან ფილტრაციის სისტემებს სააბონენტო და შეძენის მოდელით. ჩვენი დისპენსერები პირდაპირ უერთდება წყლის მილს და უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა წყალს.

ვაკანსიის აღწერა: ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ პრესეილერს, რომელიც მანქანით ივლის თბილისის სხვადასხვა უბანში და ადგილზე შესთავაზებს კლიენტებს ჩვენს პროდუქტს.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ვიზიტების განხორციელება კომერციულ ობიექტებზე (კლინიკები, ოფისები, სილამაზის სალონები, საბავშვო ბაღები)
** პროდუქტის პრეზენტაცია და გაყიდვა ადგილზე
** გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაცია
** კლიენტების ბაზის წარმოება და ყოველდღიური ანგარიშგება
** დაინტერესებულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი.

საჭირო კვალიფიკაცია:

** მართვის მოწმობა
** გაყიდვების და კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. საშუალო ხელფასი ხელზე ასაღები — 2, 500₾.

კომპანია გთავაზობთ:

** პროდუქტზე სრულ ტრენინგს
** სამუშაო მასალებს (ბროშურები, სავიზიტო ბარათები, სკრიპტი)
** მანქანა — საწვავის ანაზღაურებას
** სტაბილურ და მზარდ შემოსავალს.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV: info@crystalo365.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია