Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Costa Coffee
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
Costa Coffee Georgia ეძებს კრეატიულ და მოტივირებულ სოციალური მედიის მენეჯერს.

Costa Coffee მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ყავის ბრენდია, რომელსაც უკვე 50 წელზე მეტია რაც 50 ქვეყანაში გულით უმასპინძლდება ყავის მოყვარულებს. თუ დაინტერესებული ხარ საერთაშორისო ბრენდთან მუშაობით, კრეატიული კონტენტის შექმნით და კარგად ერკვევი ციფრული პლატფორმების მართვაში, აუცილებლად გაგვიზიარე რეზიუმე.

პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
ლოკაცია: ირაკლი აბაშიძის ქუჩა N68

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯერთან შეთანხმებით კვირის კალენდრის დაგეგმვა
** ბრენდის სტანდარტების დაცვით კრეატიული კონტენტის შექმნა და სარეკლამო პოსტების განთავსება სხვადასხვა პლატფორმაზე (ვიდეოები, ფოტოები, ქოფირაითინგი)
** Costa Coffee Georgia-ს სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Instagram, Facebook, TikTok, LinkedIn) და კომენტარებსა და შეტყობინებებზე რეაგირება
** სოციალური მედიის, კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და შედეგების რეპორტინგი;
** კომპანიის იმიჯის განვითარებაზე ზრუნვა და სოციალური მედიის ტენდეციებსა და სიახლეებზე სწრაფი რეაგირება.
** მენეჯერის მითითებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 ან 2 წლიანი გამოცდილება
** ბრენდისთვის ან ბიზნესისთვის სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
** სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება Ads Manager-ში
** მუშაობის გამოცდილება Meta Business Suite-სა და Canva-ში
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2-C1)
** ქოფირაითინგის უნარი
** კონტენტის შექმნისა და რედაქტირების უნარი (ფოტო/ვიდეო)

მცირედი გამოცდილება ფოტოშოპსა და ილუსტრატორის კუთხით ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე info@costacoffee.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12.04.2026

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და თქვენი რეზიუმე შეინახება კანდიდატთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე