Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711173&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry"-ს რუსთავის ახალ ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.

ფილიალი: რუსთავი, შარტავას #3
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1900-2000)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00), ტელ: 557 30 61 69.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0PpygXYc
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია