Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის დამხმარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის მენეჯერის თანაშემწე რუსთავის ახალ ფილიალში.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, შარტავას #3
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1400 ლარი

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
 "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების"; განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის თანაშემწეს პოზიციაზე

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 557 30 61 69

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cboZBy5
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე