Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711151&print=yes&view=jobs
 
კლიენტთა მომსახურე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურე სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სწრაფად მზარდი, თანამშრომლებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურე სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 15:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე და 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე (კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა კონსულტაცია ტელეფონით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
** შემოსული მოთხოვნების დროული და ეფექტური დამუშავება;
** მომხმარებელთა პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** კომპანიის სერვისების, პროდუქტებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მონაცემების სისტემაში სწორად და სრულად დაფიქსირება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულება);
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა, როგორც სასაუბრო, ისე წერილობითი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM ან შესაბამისი პროგრამები).

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: trustpointservices.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია: კლიენტთა მომსახურე სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია