Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი ლიტერა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბელის ქუჩა 13
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ინგრედიენტების დამუშავება და კერძების მომზადება სუპერვაიზერის რეკომენდაციების მიხედვით;
** კერძების სწორი პრეზენტაცია და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურ სამზარეულოს პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** ინვენტარისა და პროდუქტის სწორი და წესების დაცვით გამოყენება;
** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ხელშეწყობა.

საჭირო უნარები:

** სასურველია პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი კულინარიული სერტიფიცირებული კურსები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული უნარების განვითარების მოტივაცია და მზაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litterage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე