|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ლიტერა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბელის ქუჩა 13
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან, პროგრამულად ასახვა და დროული მიწოდება;
** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litterage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|