Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=711125&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** ქოლ-ცენტრში შემომავალ ზარებზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: არასრული: I ჯგუფი - 10:00-დან 16:00-მდე; II ჯგუფი 16:00-დან 22:00-მდე
** სტაჟირების პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია