|
დასახელება:
ტრენინგი - საერთ. გადაზიდვები, ლოგისტიკა და საბაჟო ოპერაც.
|
| მომწოდებელი:
IBSU აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი "IBSU აკადემია" გიწვევთ დარეგისტრირდეთ ქართულენოვან ტრენინგ-კურსზე: "საერთაშორისო გადაზიდვები, ლოგისტიკა და საბაჟო ოპერაციები".
კურსის შესახებ
კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ძირითადი პრინციპები, ასევე საბაჟო ოპერაციების მართვის პრაქტიკული ასპექტები. პროგრამა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან მიმართულებებს, საბაჟო კანონმდებლობასა და თანამედროვე რეგულაციებს, რაც აუცილებელია გლობალურ ბაზარზე ეფექტური ოპერირებისთვის.
ტრენერები:
** ირინე მელაშვილი - საერთაშორისო ავია სატვირთო გადაზიდვების კომპანიის Cargostar-IM"-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი.
** მარიამ ელგანდაშვილი - კომპანია "გიანთის" ლოგისტიკის გაყიდვების საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
** ნათია ზოიძე - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი.
კურსის განრიგი:
** დაწყების თარიღი: 20 აპრილი, 2026
** დღეები: ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი
** დრო: 19:00 (ხანგრძლივობა: 2 საათი)
** ხანგრძლივობა: 20 შეხვედრა (10 კვირა)
** ფორმატი: დისტანციური
ტრენინგ-კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსის საფასური:
** კურსის ღირებულება შეადგენს 650 ლარს, თანხის გადახდა ხდება ტრენინგის დაწყებამდე.
** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგ-კურსის შესახებ: https://shorturl.at/KQk2b
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2026.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: trainings@ibsu.edu.ge
|
|
|
|