Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ავიაკომპანია თისიეი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ავიაკომპანია "თისიეი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
** ადმინისტრაციული და საოფისე დოკუმენტაციის წარმოება
** თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში
** შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია
** მიმოწერის მართვა (ელფოსტა, სატელეფონო ზარები)
** ოფისის საჭირო რესურსების (საკანცელარიო, ტექნიკა და სხვა) მართვა და კონტროლი
** ვიზიტორების მიღება და შესაბამისი კომუნიკაცია
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მრავალამოცანიან რეჟიმში მუშაობის უნარი
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო სივრცეს
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tca.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ოფის მენეჯერი.

კონფიდენციალურობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია თისიეი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია თისიეიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@tca.ge; ან/და ტელეფონის ნომერზე 591 10 30 98

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი DPO@tca.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე