|
დასახელება:
ელ. დამტვირთველის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
G&A Group
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ელ. დამტვირთველის (შტაპელერის) მძღოლის პოზიციაზე.
მდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი (1700 ₾-დან 2000 ₾ მდე)
ძირითადი მოვალეობები
** პროდუქციის მიღების ან და გაცემისას, სამაცივრე საწყობში, მისი სწორად დასაწყობება (დამისამართების მიხედვით);
** დამტვირთველი მოწყობილობა სრულად აღჭურვილია გათბობის სისტემით, პროდუქციის მოძრაობა უნდა მოხდეს უვნებლად.
კომპანია უზრუნველყოფს:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო ფორმას;
** ერთჯერად კვებას;
** მეტრო სარაჯიშვილიდან ტრანსპორტირებას.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: +995 577 54 43 08
|
|
|
|