Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=710705&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ფლექსვუდი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"ფლექსვუდი" არის ავეჯის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ და საბითუმოდ. "ფლექსვუდი" 10 წელია ბაზარზე და არის ერთადერთი უკრაინული ავეჯის იმპორტიორი დასავლეთ საქართველოში. კომპანია ასევე ახორციელებს ავეჯის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "ფლექსვუდი" ორიენტირებულია ხარისხსა და ფასზე.

ავეჯის სახლი "ფლექსვუდი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ქუთაისში კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
სამუშაო საათები: 10:00-18:00;
ანაზღაურება: 900 ლარი (ზრდადი);
მისამართი: ზ. გამსახურდიას N58გ, ქ. ქუთაისი;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
** მონაცვლეობით სალაროს პროგრამაში მუშაობა;
** კომპანიის Facebook-ის გვერდზე მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა;

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას;

თუ გსურთ გახდეთ ფლექსვუდის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info.flexwood@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 50 75 57.

CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია