|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
"მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის გამართულ მუშაობას და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და რეგისტრაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ჩაწერების მართვა;
** ექიმების გრაფიკის კოორდინაცია;
** პაციენტებთან კომუნიკაცია (შეხვედრების შეხსენება, ინფორმაციის მიწოდება);
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის ყოველდღიური პროცესების მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სფეროში);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური ან რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: marikakublashvili@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ: "ადმინისტრატორი".
|
|
|
|