Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=710649&print=yes&view=jobs
 
ექიმ-ანესთეზიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმ-ანესთეზიოლოგი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" (თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.) აცხადებს ვაკანსიას ექიმ-ანესთეზიოლოგის (მორიგე) თანამდებობაზე.

სამუშაო განრიგი: 24-საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტისთვის ანესთეზიის მეთოდის შერჩევა და ანესთეზიის უსაფრთხოდ ჩატარება კლინიკაში დამკვიდრებული სამედიცინო პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად
** პრეანესთეზიური ვიზიტის განხორციელება და ინფორმირებული თანხმობის უზრუნველყოფა
** ანესთეზიის ჩატარებისას შესაბამისი მედიკამენტებისა და მეთოდების გამოყენება
** პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი ოპერაციის მიმდინარეობისას
** კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელება
** პოსტანესთეზიური მეთვალყურეობა გამოღვიძებისა და სტაბილიზაციის ეტაპზე
** ანესთეზიოლოგიური დოკუმენტაციის წარმოება კლინიკის შიდა სტანდარტების შესაბამისად
** აქტიური მონაწილეობა გუნდურ სამედიცინო მუშაობაში, ეფექტური კომუნიკაცია ექთნებთან, ქირურგებთან და რეანიმატოლოგებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლება და სახელმწიფო სერტიფიკატი ექიმ-ანესთეზიოლოგის სპეციალობით

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კეთილსინდისიერება

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (995 598) 70 06 03

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ექიმი ანესთეზიოლოგი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია