Робота для біженців з України
სატრანსპორტო მენეჯერი - დროებითი 5 თვიანი პროექტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატრანსპორტო მენეჯერი - დროებითი 5 თვიანი პროექტი
მომწოდებელი: რენტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"რენტო ჯგუფი" (Rento Group) წარმოადგენს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც უკვე 11 წელია ოპერირებს საქართველოს სტუმარმასპინძლობისა და მგზავრთა გადაყვანის სექტორში და უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სერვისის მიწოდებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო მენეჯერის პოზიციაზე დროებითი 5 თვიანი პროექტის ფარგლებში.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი - 30 სექტემბერი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სატრანსპორტო ოპერაციების დაგეგმვა, კოორდინაცია და ეფექტური მართვა
** პროცესების აღრიცხვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
** ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ვიზიტები (კვირაში რამდენჯერმე)
** შიდა და გარე კომუნიკაციის ეფექტური მართვა

სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (ნახევრად დისტანციური)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო)
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
** ტურიზმის ან მგზავრთა გადაყვანის სფეროში სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** მაღალი ორგანიზაციული უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა
** Microsoft Excel-ის ეფექტურად გამოყენების უნარი
** განვითარებული ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი

ანაზღაურება და პირობები:

ფიქსირებული ანაზღაურება: 1250 ლარი
დამატებითი: ყოველთვიური ბონუსი (შესრულებული სამუშაოს მიხედვით)

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე:
ekaterine.rentogroup@gmail.com

ელფოსტის სათაურში აუცილებელია მიუთითოთ: "სატრანსპორტო მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე