Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=710592&print=yes&view=jobs
 
ბინაზე მოვლის პროგრამის განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბინაზე მოვლის პროგრამის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბინაზე მოვლის პროგრამის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

განვითარების სპეციალისტი ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალურ ინტეგრაციას და თანამშრომლობს ბინაზე მოვლის პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან (ფსიქოლოგი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი).

იგი ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსარგებლის შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება/განხორციელება
** მოსარგებლთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა
** მოსარგებლისა და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა
** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარება და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა
** ბავშვისა და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ცოდნა და კვალიფიკაცია):

** ბაკალავრის ხარისხი განათლების, სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში

უნარები და თვისებები:

** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი

სამუშაო დატვირთვა: გრაფიკი და განაკვეთი შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 26 აპრილი

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია