Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=710584&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მუსიკის სახლი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

ძირითადი პირობები:

ლოკაცია: სითი მოლის ფილიალი
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი

ვის ვეძებთ?

"მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მუსიკის მოყვარულ მაღაზიის მოლარე-კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს იდეალური ინსტრუმენტის არჩევაში. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, გიყვარს მუსიკა და გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ვაკანსია შენთვისაა!

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის ჩატარება, რჩევის მიცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
** სტენდის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამის, ფინას ცოდნა;
** მუსიკალური გამოცდილება ან ინტერესები ჩაითვლება უპირატესობად.

გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს;
** ტრენინგებს მუსიკალურ ტექნიკასა და პროდუქტებზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** გუნდს, სადაც მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@stc.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია