|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა კანი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
"კანის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი სააკაძის დაღმართი N11
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.)
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია (Digital Ads, Google Ads და სხვ.)
** კონტენტის შექმნა და მართვა (ტექსტი, ფოტო, ვიდეო)
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი
** KPI-ების განსაზღვრა და შედეგების შეფასება
** თანამშრომლობა დიზაინერებთან, ქოფირაიტერებთან და სხვა პარტნიორებთან
** პაციენტების მოზიდვის ახალი არხების მოძიება და განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში (სასურველია სილამაზის/მედიცინის სფეროში)
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Meta Ads, Google Ads, Analytics)
** სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** კრეატიული აზროვნება და ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** ანალიტიკური უნარები და შედეგებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@kani.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი".
|
|
|
|